რეზონანსი
21.03.2020

ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი ესპანეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ შეტყობინება, ტომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალბატონი. ონკოლოგიური დაავადება და ამავდროულად კორონავირუსი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება", - აღნიშნა იმნაძემ „ქრონიკასთან"

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთ თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×