რეზონანსი
21.03.2020

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მათ შორის ერთი 80 წელს გადაცილებული პირია, ხოლო ორს მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე გვყავს 3 პრობლემური პაციენტი. მათ შორის ორი ასაკოვანი პირია, ხოლო ერთს მძიმე პნევმონია აღენიშნება. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ მოხდება, გართულებები არ გვექნება და ასე გავალთ ბოლომდე. რაც შეეხება ბავშვებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×