რეზონანსი
21.03.2020

ქართველ ებრაელი არქიტექტორი და კოორპორაცია „ENGELINVEST GROUP “ – ის დირექტორთა საბჭოს წევრი დავით (ალონი) აჯიაშვილი, რომელიც ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა, ისრაელში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, რომელიც კორონავირუსის შემდეგ ჩამოყალიბდა.

დღეისათვის ისრაელში 705 ინფიცირებულია, აქედან, ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. სპეცსამსახურებს, მიეცათ საშუალება, თვალყური ადევნონ ყველა ინფიცირებულის ნებისმიერ მოძრაობას და 100% აკონტროლონ ისინი მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით.

"მასმედია ავრცელებს ყოველივე ინფიცირებულის ადგილმდებარეობას, მის მიმოსვლის მარშტუტს და ადგილებს, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. იმისათვის რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ადგილებში, თავიანთი სურვილით 2-კვირიან კარანტინშია. 

დღეისათვის, მოქმედებს მოძრავი ლაბორატორიები და კეთდება – 2400 ადამიანის შემოწმება. მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მიაღწიოს დღეში მინიმუმ 10000 – 15000 ადამიანის შემოწმებას და ამიტომ სათანადოდ მიდის, სინჯების მასიური შესყიდვა მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, სინჯების უკმარისობაა ყველა ქვეყანაში.

ინფიცირებული პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ინფიცირებულთა ვინაობის კი არ მალავენ, პირიქით. ჩვენ, ჩვენი ერის მტრები კი არ ვართ, დავმალოთ. ჩვენ, ომს შეჩვეული ერი ვართ, რის გამო ექსტრემალურ ვითარებაში ერთიანობის და საბრძოლო სულის სიძლიერის მობილიზაციის უნარი და კოლექტიური თვითშენარჩუნების ინსტინქტი ჩამოგვიყალიბდა. აქ, სადღეგრძელოებს არ ამბობენ, ქმედებით ამტკიცებენ ერის სიყვარულს – ყველა ინდივიდი, ვისაც რა შეუძლია!", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" დავით აჯიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×