რეზონანსი
21.03.2020

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში კაცმა ტუალეტის ქაღალდებით სავსე სატვირთო ავტომობილი გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

პოლიციის ყურადღება მიიპყრო სატვირთო ავტომობილმა, რომელმაც შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. პოლიცია სატვირთო ავტომობილს დაედევნა და აღმოაჩინა, რომ მანქანა გატაცებულია. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 8 ტონა ტუალეტის ქაღალდი აღმოაჩინეს.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტუალეტის ქაღალდზე მოთხოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×