რეზონანსი
20.03.2020

ფოთში, რამდენიმე წუთის წინ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დამრღვევი ორი პირი დააკავა და იძულებითი წესით აჭარის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.

"ესენი არიან გერმანიიდან ჩამოსულები - ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ აღმოაჩინეს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. ისინი 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობდნენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×