რეზონანსი
20.03.2020

ნაღდი ფული, რომელიც დღეს საქართველოში საფინანსო სექტორში მოძრაობს, ეროვნულ ბანკში შესვლისთანავე 2 კვირიან კარანტინში ხვდება და მისგან ვირუსის გადატანის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ნაღდი ფულით ანგარიშსწორეს და უკონტაქტო გადახდის სისტემა გამოიყენოს.

„ღონისძიებება რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ რისკთან, რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევას მოყვება, ვირუსის გადატანასთან დაკავშირებით, ამაზეც ვიზრუნეთ. უკვე რამდენიმე დღეა ის ფული, რომელიც ყოველდღიურად შედის ეროვნულ ბანკში, საკასო ცენტრში კომერციული ბანკებიდან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან თავსდება კარანტინში ორი კვირის განმავლობაში როგორც მინიმუმი და ამ პერიოდის განმავლობაში არ გავა უკან, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად შევამცირებთ რისკს, რომ ამ მხრივ მოხდეს ვირუსის გადაცემა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია უკონტაქტო გადახდები, შსაძლებლობის ფარგლებში უფრო ხშირად გამოიყენონ ეს უკონტაქტო გადახდები, რაც უფრო შეამცირებს რისკებს ამ მიმართულებით", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი მომზადებული ხვდება ფინანსურ გამოწვევას, რომელიც დღეს არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ იქნება სიძნელეები, ჩვენ ვფიქრბ, რომ იმ პოლიტიკის გამო, რომელიც გავაატარეთ დღეს კარგად ვართ მომზადებული ამ გამოწვევასთან შესახვედრად", - განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×