რეზონანსი
20.03.2020

ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი" დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპმა, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, სწრაფი მოქმედებები, ის გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი" პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, მისი გამოყენება გახადოს ლეგიტიმური, ანუ ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია", - განაცხადა ტენგიზ ცერცვაძემ „იმედის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×