
სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
”საქართველოს მთავრობავ,
ძალიან კარგია ყველა მიღებული შეზღუდვა (სამარშუტო ტაქსებზე ვერ გავიგე მარტო რა გინდოდათ), მაგრამ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს დღიურ შემოსავალზე, რომელიც შეუზღუდეთ! (მიმტანები, დამლაგებლები, მაღაზიის გამყიდველები და ა.შ.) დღეს ისინი დარჩნენ შემოსავალის გარეშე. იქნებ დაფიქრდეთ და მისცეთ რეკომენდაცია გაზის და დენის მომწოდებლებს, რომ გადაავადონ გადასახადები, ანუ მიმდინარე გადასახადები გადანაწილებული იქნეს იმ პერიოდისთვის, როდესაც ნორმალური ცხოვრების, მუშაობის საშუალება ექნება ხალხს!
არ შეიძლება ადამიანს ეძახო “დარჩი სახლში” და სრულ იზოლაციაში, დენისა და გაზის, გათბობისა და ტელევიზორის გარეშე ამყოფო!
შეაჩერეთ დენის და გაზის გათიშვა!"