რეზონანსი
20.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100 ნიმუში გაიტესტება.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

„შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. მოგეხსენებათ გუშინ გვქონდა 40 და დღეს დაემატა დილისთვის სამი შემთხვევა. კვლევაშია კიდევ რამოდენიმე ნიმუში და დღეს ალბათ კიდევ გაიტესტება დაახლოებით 100-მდე ნიმუში. სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან, 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1575 ადამიანი, და ასევე, იქიდან და თვით იზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191. თვით იზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×