რეზონანსი
20.03.2020

„ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის რომან ბოკერის განცხადებით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს.

მისი თქმით, გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისია შექმნილი და ამიტომ ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია", - განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×