რეზონანსი
20.03.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×