რეზონანსი
20.03.2020

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სინოდის წევრებს საპატრიარქოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წმინდა სინოდის სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსთან, „კოვიდ-19"-თან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ამასთან, 19 მარტს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. საპატრიარქომ მოუწოდა ყველას, თავი შეეკავებინათ პირადი მოსაზრებებისგან და წმინდა სინოდის სხდომას დალოდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×