რეზონანსი
20.03.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი მკაცრდება. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელ ყველა პირს, მათ შორის დეპუტატებსაც, დღეიდან სიცხეს გაუზომავენ. ამისათვის შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.

პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.

დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები. გაიღება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარე. დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×