რეზონანსი
20.03.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები დღეიდან შეჩერდა. შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებს სახმელეთო საზღვარზე. კერძოდ, საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

„ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×