რეზონანსი
20.03.2020

რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ COVID-19-ის წინააღმდეგ – ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა იმართება. ამ თემაზე სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. გუშინ საქართველოს საპატრიარქომ სასულიერო პირებს მიმართა, რომ კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.

დეკანოზი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია) ამბობს, რომ სინოდის სხდომა ზიარების წესის შეცვლის მიზნით კი არ იკრიბება, არამედ იმისთვის, რომ დასუფთავების, ჰიგიენური წესები გაამკაცრონ.

“სინოდის სხდომა იმის გამო კი არ იკრიბება, რომ ზიარებაში ეჭვი ეპარებათ, ათასი რაღაცაა დასაცავი, მაგალითად შეგვიძლია დასუფთავებაზე ვისაუბროთ, ჰიგიენური წესები დავიცვათ. ეკლესიის ისტორიის მანძილზე, რაც ისტორია არსებობს, არასოდეს არ ყოფილა მსგავსი მსჯელობა, რომ როდესმე ზიარებიდან რამე საშიშროება ჰქონდა ადამიანებს,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×