რეზონანსი
19.03.2020

საქართველო რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლაში ლიდერად რჩება. 19 მარტის 18:00 საათის მდგომარეობით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, ოთხივე მეზობელ ქვეყანაში საქართველოს მაჩვენებელს აღემატება.

ყველაზე მეტი - 199 ინფიცირებული რუსეთშია, მათგან ერთი 19 მარტს გარდაიცვალა. მეორე ადგილზე 191 ინფიცირებულით თურქეთია, სადაც ვირუსმა უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 122-ს მიაღწია სომხეთში, აზერბაიჯანში კი 44-მდე გაიზარდა. ერთი მსხვერპლი ამ ქვეყანაშიც დაფიქსირდა.

საქართველოში 19 მარტს ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათმა ჯამურმა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.

საქართველოსა და სომხეთში მსხვერპლი არ არის, თუმცა კორონავირუსით საქართველოს 1 მოქალაქე ესპანეთში გარდაიცვალა, რომელსაც ვირუსთან ერთად სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.

წყარო: PIA.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×