
საქართველოს საპატრიარქო ზიარების პრაქტიკასთან დაკავშირებით, მოუწოდებს ყველას, პირადი მოსაზრებებისგანთავი შეიკავონ - ამის შესახებ წერია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.
„კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.
ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება