რეზონანსი
19.03.2020

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ის კორონავირუსს სხვას ვერაფერს უწოდებს, თუ არა ფსიქოზს.

„მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა ჩემს მიმართ, მე ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს და სულ ასე იქნება. თქვენთან ერთად მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს",-განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ვირუსისგან გამოწვეული პანიკით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე თავად დაავადებით.

„ასე რატომ ვიქცევი? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს",-აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×