რეზონანსი
19.03.2020

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ის 9 პროდუქტი დაასახელა, რომელზეც ფასებიც არ შეიცვლება, რასაც მთავრობა გააკონტროლებს.

„ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობდით საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გავაკონტროლებდით ფასებს იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის ფასების ზრდა არ მოხდეს. ეს არის 9 მნიშვნელოვანი პროდუქტი. რადგანაც საზოგადოებაში არსებობს დიდი ინტერესი ჩამოგითვლით. ეს არის: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი და ამას გუშინ სამუშაო რეჟიმში დაემატა ორი სასურსათო პროდუქტი: წიწიბურა და ლობიო.

ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს, შევაჯერეთ ბიზნესთან ეს პოზიციები. ზუსტად ამიტომ ჩვენ დეტალებზე გუშინ არ ვისაუბრეთ. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მათ კონკრეტულად ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში შეგვიძლია გადავუზღვიოთ სავალუტო ფლუქტუაცია. განსხვავება კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული კურსიდან ჩვენ კომპენსაციის სახით შეგვიძლია ავუნაზღაუროთ ამ მსხვილ მომწოდებლებს, იმისთვის რომ მათ კონკრეტული ფასი შეინარჩუნონ ამ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება", - განმარტა დავითაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ ფასები გუშინდელ მაჩვენებელზე შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×