რეზონანსი
19.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია.

„39 პირიდან, ვისაც კორონავირუსი აქვს, 1 მოთავსებულია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 3-საჩხერის სავადმყოფოში, 2 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. ამ 39 ადამიანიდან პნევმონია დღევანდელი დილის მონაცემებით, 12-ს აქვს, მეტად საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×