რეზონანსი
19.03.2020

მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება, - ამის შეასხებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დამსაქმებლებმა თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიყვანონ სამუშაო ადგილზე.

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება იქნება აუცილებელი სამუშაო ადგილზე და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და ბსოლუტურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, რომლებსაც მოუწევთ მისვლა სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს გამოცხადება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×