რეზონანსი
19.03.2020

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილები შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბურჭულაძეების სუს-ში დაბარება, 17 მარტს, მათ ოფისში „MS ჯგუფი" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებეს უკავშირდება.

აღნიშნულ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები სამართალდამცავებმა მას შემდეგ ჩაატრეს, რაც მოქალაქეებს გაეგზავნათ სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

შეგახსენებთ, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ იშეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×