რეზონანსი
19.03.2020

ინფექციურ საავადმყოფოში 40-დან 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან სამის მდგომარეობა უკვე საკმაოდ პრობლემურია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 

რისკის ქვეშ იმყოფება სამი პაციენტი. ერთის ასაკი 80 წელზე მეტია, მას აქვს თანმხლები დაავადება, მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით.

"ასეთ შემთხვევაში, შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი არაკეთილსაიმედო გახდეს. რაც შეეხება დანარჩენ ორს – ერთს ჰიპერტონული დაავადება აქვს, ამიტომ შესაძლოა, დაავდების პროგრესირება და ნებისმიერ დროს გართულება.

ამ ეტაპზე, მესამე მძიმე პაციენტის ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიკურად მაჩვენებელი გაუარესებული იყო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად დამთავრდება“, – აცხადებს ეზუგბაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×