რეზონანსი
19.03.2020

გაეროს შეფასებით, კორონავირუსისგამო 24 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიძლება სამუშაოები დაკარგოს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით,  საუკეთესო შემთხვევაში სამსახურის გარეშე 5.3 მილიონი ადამიანი დარჩება, ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 24.3 მილიონამდე გაიზრდება.

„თუმცა თუკი ჩვენ საერთაშორისო, კოორდინირებულ პასუხს ვნახავთ, როგორც ეს 2008/9 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა, ციფრები შესაძლოა დაბალიც იყოს“, – ნათქვამია გაეროს საერთაშორისო ორგანიზაცის მოხსენებაში.

უმუშევართა შორის რასაკვირველია აღმოჩნდებიან საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მალე კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×