რეზონანსი
19.03.2020

უკვე რამდენიმე დღეა სამშობლოში დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვენ გერმანიაში მყოფი ქართველები. 40-მდე მოქალაქე მთავრობას სპეცრეისის დანიშვნას ან ბილეთების შეღავათიან ფასში შესყიდვას სთხოვს. ისინი არაერთხელ დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა უშედეგოდ. როგორც გერმანიაში მცხოვრები ქართველები ამბობენ, რამდენიმე მათგანის რეისი რამდენჯერმე გაუქმდა და სხვა ბილეთის ყიდვის საშუალება კი არ აქვთ.

"საქართველოში ვერ ვბრუნდებით. ჩვენი საელჩო არაფრით არ გვეხმარება, გვითხრა ალტერნატიული გზა მოძებნეთო, მერე გვითხრეს, რომ ბერლინიდან ხორციელდებოდა სპეცრეისი, მაგრამ სპეცრეისი როდესაც ჰქვია, არ უნდა იყოს 3 000 ლარი ბილეთი. ამას ვერავინ ვერ გადაიხდის და ვერც 1 000 ვერ გადაიხდის იმიტომ, რომ არ გვაქვს. ყველა გზას ვცდილობთ, ვის არ მივწერეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება," - აცხადებს გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ანა ზვიადაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×