რეზონანსი
19.03.2020

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაშია და იზოლაციაში იმყოფება. ერთ-ერთი ინფორმაციით, ის მშობლიურ სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. "ქართული ოცნების" ლიდერმა ყველა სახის შეხვედრა აკრძალა და გარესამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდა. 

მისი თქმით, ჭორვილაშია ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა საფრანგეთიდან. 

ჭორვილაში, ივანიშვილის სახლი კარგად დაცულია.  სახლს მიწის ქვეშ მთელი აპარტამენტები აქვს, რომელიც არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზეცაა გათვლილი. "პრესა.ჯი"-ს ცნობით, ყველა ის პირი, რომელიც მის ტერიტორიაზე ხვდება, მკაცრად კონტროლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×