რეზონანსი
19.03.2020

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულია თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული პირი 2 დღის განმავლობაში სამსახურში დადიოდა და მას შეხება ათობით ადამიანთან ჰქონდა. მათ ახლა, ექიმები აკვირდებიან.

თანაინვესტირების ფონდი ამის გამო დახურულია. ფონდის თანამშრომლები თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილიც საუბრობს.

„2 დღე იარა სამსახურში, ბევრ ადამიანთან მას კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ვისთანაც შეხება ჰქონდა ყველა თვითიზოლაციაშია“, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×