რეზონანსი
18.03.2020

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურებისთანავე, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო პირბადეების შესყიდვა აფთიაქებიდან, შესაბამისად ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა. არსებულ სიტუაციაში, არამხოლოდ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწყეს ხელის მოთბობა, არამედ თავად ფარმაცევტულმა კომპანიებმაც.

როგორც ამ კონკრეტული შემთხვევიდან ჩანს, აფთიაქების ქსელი "ფარმაგიდი" ბოროტად სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით და პირბადეს, რომელიც კორონავირუსის გაჩენამდე 15 თეთრი ღირდა, ახლა 2.5 ლარად ყიდის. როგორც ჩანს, მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, რომ არ მომდარიყო სხვადასხვა მნიშვნელოვან პროდუქციაზე ფასების დაუსაბუთებელი ზრდა, "ფარმაგიდი" არც ამ მოწოდებას ითვალისწინებს და ვერც საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე.

ამის დასადასტურებლად, მასალას თან ვურთავთ აფთიაქში გადმოცემული სალაროც ჩეკის ფოტოს.

გაზეთი „ბანკები და ფინანსები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×