რეზონანსი
18.03.2020

კომპანიაში, რომელიც სარეკლამო სმს შეტყობინებებს აგზავნის სუსი შევიდა. სუსი და საპატრულო პოლიცია ჭავჭავაძის გამზირის 15 ნომერში იმყოფება. უკვე 2 საათია მიმდინარეობს თანამშრომკების დაკითხვა. "მს ჯგუფის" ხელმძღვანელი შუქრი ბურჭულაძე "მთავარ არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობაა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ცუდად იხუმრა და 50 კაციანი ასეთი მაშტაბური სპეცოპერაციის ჩატარების საჭროება არ იყო.

"ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, როგორც ჩვენ გავარკვიეთ შიდა მოძიებით, 5 თავის ახლობელს ნომრებზე გაუგზავნა მთავრობის სახელით შეტყობინებები. გაუგებრობა მოხდა, ჩვენმა თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად. ამის გამო ჩვენ მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ.გამოჩნდება რომ არაფერშუაში არ ვართ და 50 კაციანი სპეცოპერაციის საფუძველი არ არსებობს" - აცხადებს შუქრი ბურჭულაძე.

წყარო: "ნიუპოსტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×