
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა. მისივე თქმით უკეთესი იქნება, აუცილებლობის გარდა მოსახლეობამ ტრანსპორტით სარგებლობისგან თავი შეიკავოს.
„მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ტრანსპორტით გადაადგლებისგან, დარჩით სახლში. ეს იქნება უკეთესი თქვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომელიც უწყებათაშორისო საბჭომ მიიღო. რაც შეეხება იმ ადამიანებს ვისაც მაინც უწევს გადაადგილება ტრანსპორტით, მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან.
ასევე მინდა შევეხო მოხალისეთა ჩართულობას, შეიძლება კეთილი ზრახვა გვამამოძრავებდეს მაგრამ თუ არ გვექნება ინფორმაცია, როგორ გავუწიოთ დახმარება, შესაძლოა რიკისქვეშ აღმოვჩნდეთ და ზიანი მივაყენოთ. მოვიწოდებ ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს მოხალისეთა ჯგუფებში, მათ, დეტალებისათვის მერიის ცხელ ხაზს უნდა მიმართონ. რათა მოხდეს ზუსტი ინფორმაციის მიიწოდება და შესაბამისი გადამზადება.“- აღნიშნა კალაძემ.
ასევე, მერიის დავალებით მუშაობას წყვეტს რაიონული მომსახურეობისა და ტაქსების ლიცენზირებათა მომსახურეობის ცენტრები, მომსახურეობის გაწევა კი მოხდება ელექტრონულად.