რეზონანსი
18.03.2020

გორის პოლიცია ცოტა ხნის წინ იმ პიროვნების დაკავებას ცდილობდა, რომელიც ოზურგეთი-თბილისის მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გაქცევა სცადა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ჰქონდა, თუმცა მან რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.

თვითიზოლაციის წესის დარღვევის ფაქტს ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელიც. 

Dianews.ge-ს ინფორმაციით, გორის პოლიციამ გაურკვეული ხნის დევნის შემდეგ ის პიროვნების დააკავა, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ოზურგეთი-თბილისის მიკროავტობუსით, დანიშნულების ადგილამდე გამგზავრებას ცდილობდა. მგზავრები ყვებიან, რომ ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში იმის გამო იქნება, რომ მათ იმგზავრეს ადამიანთან ერთად, რომელმაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და უპასუხისმგებლოდ, თვითიზოლაციაში ყოფნის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×