რეზონანსი
18.03.2020

სკოლებში სწავლის დაწყებაზე რეკომენდაცია ცალსახად დამოკიდებულია ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებაზე იქიდან გამომდინარე თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა კიდევ ერთხელ იყოს გადავადებული, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას ამაზე განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს. „ვეცდებით, რომ ეს წელი ჩვენი ბავშვებისთვის ჩამთავრდეს სრული აკადემიური მოსწრებით", -აღნიშნა ტიკარაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

ახალი კორონავირუსის გამო, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×