რეზონანსი
18.03.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 32 პაციენტი იმყოფება. მათგან სამს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ სამიდან ერთ პაციენტის, 47 წლის ქალის მდგომარეობა არის მძიმე, მეორე პაციენტი კი არის საშუალო სიმძიმის.

„აღნიშნულ შემთხვევაშიც ორმხრივი პნევმონია დადასტურდა, როგორც პირველ შემთხვევაში. მესამე დადასტურებული შემთხვევა შუახნის მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთი ქალბატონის ოჯახის წევრია. მასთან კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე ან სუნთქვის უკმარისობა არ ვლინდება. სულ კლინიკაში 32 პაციენტი გვიწევს. გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები და ველოდებით შედეგებს", - განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, 47 წლის ქალი კლინიკაში შეყვანილია 3 დღის წინ. იგი საზღვარგარეთიდან, ე.წ. წითელი ზონის ქვეყნიდან ჩამოვიდა და 3 მარტიდან აღენიშნებოდა ცხელება.

„სომატურად დამძიმებული ანამნეზი აქვს, აქვს შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მეორე ქალი შემოყვანილია გუშინ. კონტაქტში იყო 11 რიცხვში კორონავირუსით ინფიცირებულთან. მისი ოჯახის წევრია მესამე პირი და ისინი ცოლ-ქმარი არიან. ეპიდანამნეზიდან გამომდინარე მეოთხეული გადაცემა ამ ეტაპზე არ დასტურდება", - განაცხადა რატიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×