რეზონანსი
18.03.2020

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის ტოტალური გაუფასურების წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედა და მხოლოდ უცხოური დახმარების იმედად დატოვა.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათ მიმართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. 

"ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება. საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას მუდმივ რეჟიმში აკვირდება და აანალიზებს. ეტაპობრივად, ახალი მონაცემების და ინფორმაციის გამოსვლასთან ერთად, რაც სიტუაციის შეფასების უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს", - აცხადებენ სებ-ში.

ამასობაში ლარის გაუფასურება გრძელდება, "ბლუმბერგის" სისტემაში გაცვლითმა კურსმა 3,180იან ნიშნულს გადააჭარბა, ხოლო გარე სავალუტო ჯიხურებში უკვე 3,20-ია. კიდევ უფრო მაღალია კურსი კომერციულ ბანკებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×