რეზონანსი
18.03.2020

მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო ზონაში 56 ადამიანის მიღებას შეძლებენ. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინში ერთი ადამიანი იმყოფება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს მალე დატოვებს.

„ორი სივრცე გავქვს მოწყობილი. კიდევ შეგვიძლია სხვა ადგილების მოძიება, მაგრამ ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს. საკარანტინო ზონების მოწყობას მოსახლეობა გაგებით შეხვდა და არავის არ ჰქონია პრეტენზია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ერთი ტურისტი გვაყავს დროებით, რომელიც მალე დატოვებს ქვეყანას", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მესტიის გარდა საკარანტინო სივრცეები სხვა ტერიტორიებზეც არის მოძიებული და საჭიროების მიხედვით მოეწყობა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×