რეზონანსი
18.03.2020

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

,,ავტობუსებს რომ დილით დეზინფექციას გაუკეთებენ, სადღაც 2 საათში აღარ დარჩება არცერთი მილიმეტრი ავტობუსში, რომელსაც ხელი არ მოხვდება და ამით იმიტაცია გვექნება რომ ვითომ დეზინფექცირებული ტრანსპორტია? მიკროავტობუსების აკრძალვა კიდევ უფრო გაზრდის მგზავრების ნაკადს და გადატენილი ავტობუსი და მეტრო იქნება უსაფრთხო?

გაიზრდება ტარიფები ტაქსებზეც გაზრდილი მოთხოვნის გამო და როდესაც დოლარის კურსი 3 ლარი და 20 თეთრია, რომელი მოქალაქის ჯიბე გაუმკლავდება ამას?

ყველა სამუშაო დისტანციური არაა… ზოგან კი სულაც ფორს მაჟორულ რეჟიმში გადადის დამქიარავებელი ორგანიზაციები და უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მათი არსებობა-ფუნქციონირების ამბავი. მაგალითად მე, ერთი სამსახური პრაქტიკულად გამიუქმდა, დროებით მაინც და ნულოვანი შემოსავალი მაქვს, მეორეში კი გარკვეული მიზეზების გამო შემოსავალი სავარაუდოდ მინახევრდება… სხვებიც არაერთია მსგავს ან უარეს დღეში.

რაც კორონავირუსი დაფიქსირდა საქართველოში, სრულად მივყვები და ვიზიარებ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგრამ არის რაღაცეები, რომელშიც მოქალაქეს საარსებო პერსპექტივა უნადგურდება და შიმშილით სიკვდილის რისკები ექმნება.

გვაქვს გადასახადები, საბანკო, კომუნალური და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სამედიცინო მომსახურებასა და ელემენტარულ კვებაზე.

რის ხარჯზე ვიარსებოთ? რა გველის წინ?

ვისაც დაავადება არ მოკლავს, შიმშილმა უნდა მოკლას პატივცემულო ხელისუფლებავ?”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×