რეზონანსი
17.03.2020

18 მარტიდან ქუთაისში სამარშრუტო ტაქსები აღარ იმოძრავებს. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქალაქში მოძრავი ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.

„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს", - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

ახალი სვლაგეზების მიხედვით, განსაზღვრულია ავტობუსების რაოდენობა და მათი მოძრაობის ინტერვალები. ტრანსპორტის მოძრაობის ახალ სვლაგეზებს აქვე გთავაზობთ. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში და ახალგაზრდობის გამზირზე კი იმოძრავებს სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები.

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხვალიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსები აიკრძალება. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადადის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×