
"ის, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოსკოვს არ შეხებია, არის მტკნარი სიცრუე. დღეისათვის რუსეთში ვირუსით გარდაცვლილთა დადასტურებული რაოდენობა 1600-ზე მეტია", - ამის შესახებ ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა ვალერი სოლოვეიმ გუშინ, რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა.
"ჩინოვნიკებს ჯერ კიდევ შერჩათ სინდის-ნამუსი, მათ იციან თუ რაოდენ ტრაგიკულია შექმნილი მდგომარეობა. ინფორმაცია სწორედ მათგან ჟონავს. სპეციალისტების შეფასებით დაინფიცირებულთა რაოდენობა 130 ათასიდან 180 ათასს ადამიანს შეადგენს და თუ მხედველობაში მივიღებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, 10 დღეში მილიონ ნახევარიდან 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდება.
კორონავირუსით გარდაცვლილთა გარდაცვალების მიზეზად პნევმონიას წერენ და ამ გზით ფარავენ ქვეყანაში მსხვერპლის რეალურ რაოდენობას. ამის მიზეზი კი ერთია, ყველას აჩვენონ, რომ ამ უბედურებამ რუსეთს გვერდი აუარა და ქვეყნის მართვის მენეჯმენტი უმაღლეს დონეზეა," - ამტკიცებს პოლიტოლოგი.