რეზონანსი
17.03.2020

საქართველოში სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა-ცენტრების ფუნქციონირება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დავავალეთ, რომ გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×