რეზონანსი
17.03.2020

 მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ცვლილებები, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესებას შეეხება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

"მინდა, ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, დაამუშაოს საკანონდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. აუცილებელია, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, როდესაც პოლიციამ რეაგირება მოახდინა და წარმატებით შეძლო ამ შემთხვევების მართვა. თითოეული ასეთ შემთხვევა წარმოადგენს რისკს შემთხვევათა გადაცემისთვის, რისი უფლებაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მამუკა მდინარაძეს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც არის საჭირო. ჩვენ გვჭირდება მკაცრი გონივრული პასუხი ყველა რისკზე, რომელმაც შეიძლება ინფექცია გამოიწვიოს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას და მნიშვნელოვანია ამ შედეგის გაფრთხილება.

„საქართველო ეფექტურად ახერხებს კორონავირუსის შეკავებას. ვითარება, რომელიც ახლა არის, ეს არის ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის დამსახურება და შედეგი. ჩვენ თითოეული მოქალაქე უნდა გავუფრთხილდეთ ამ ვითარებას" - განაცხადა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×