რეზონანსი
17.03.2020

35-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსით დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა.

ამასთან, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×