რეზონანსი
17.03.2020

კურორტ საირმეში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა იძულების წესით ხუთი მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესი მოქალაქეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაარღვიეს.

ამ დროისთვის საირმის კარანტინში 49 მოქალაქეა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მოქალაქეებს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვთ და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×