რეზონანსი
17.03.2020

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა- ამის შესახებ ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ტესტი ჩაუტარდა 15 პაციენტზე, დადებითი კი მხოლოდ 1 შემთხვევაში აღმოჩნდა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×