რეზონანსი
17.03.2020

დღეს, 13:00 საათზე, სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან დაიძრებიან და ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ გადაინაცვლებენ.

არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) მრევლს კიდევ ერთი კურთხევის შესახებ ამცნო, რომლის მიხედვითაც მრევლმა, ყოველდღიურად დღეში სამჯერ კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს. ესენია: "მამაო ჩვენო" , "ღვთისმშობელო ქალწულო" და "მოწყალებისა კარი განგვიღე".

"ლოცვები ყოველდღიურად უნდა იქნეს წაკითხული სამგზის. ასევე ყოველდღიურად უნდა იყოს წაკითხული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც იწყება ღვთისმშობლის კონდაკით -"ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა". ეს დაუჯდომელი უნდა იქნეს წაკითხული ყოველდღე თითოეული ჩვენგანის მიერ თავის. ყოველი წირვის შემდეგ მოხდება ნაკურთხი წყლის სხურება ტაძრის გარშემო და მიმდებარე ქუჩებზე რომელი ქუჩები აკრავს ამა თუ იმ ტაძარს. ხოლო სამშაბათს, სამების ტაძრიდან 13:00 საათისთვის დაიძვრება რამდენიმე მანქანა სხვადასხვა მიმართულებით და სამღვდელოების მიერ იკურთხება და ისხურება ქალაქის ძირითადი ქუჩები",- განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×