რეზონანსი
17.03.2020

ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ექიმი ნინა ბაკაშვილი შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს:

"ვინც გაციებული ხართ ან სიცხე გაქვთ არ მიიღოთ "იბუპროფენი", "დიკლოფენაკი", "ნუროფენი" ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!

მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.

თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.

ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი", - წერს ქართველი ექიმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×