რეზონანსი
16.03.2020

ეს­პა­ნეთ­ში ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის 9 000-ზე მეტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, 16 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით, ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლია 309 ადა­მი­ა­ნი. ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს­პა­ნე­თი მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­თხე ად­გილ­ზეა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კუ­თხით.

ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პედ­რო სან­ჩე­სის მე­უღ­ლე, ბე­გო­ნა გო­მე­ზი­ცაა.

ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ეს­პა­ნეთ­ში სხვა­დას­ხვა ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა. დღეს დი­ლი­დან სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა გა­მო­ცხად­და ქვეყ­ნის მას­შტა­ბით - და­ი­კე­ტა ყვე­ლა ობი­ექ­ტი, გარ­და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა: სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი. ამას­თან, ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქუ­ჩა­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა აიკ­რძა­ლა."500 ევ­რო­თი გა­ჯა­რი­მე­ბენ, თუ ვერ და­ა­სა­ბუ­თე რა­ტომ ხარ ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ გა­და­ად­გილ­დე­ბი შენი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან მო­შო­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უნდა და­ა­სა­ბუ­თო რა­ტომ და­დი­ხარ, მა­შინ რო­დე­საც სახ­ლთან ახ­ლოს გაქვს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში გავ­დი­ვართ სახ­ლი­დან, თუ მივ­დი­ვართ მარ­კეტ­ში, ან აფ­თი­აქ­ში და ისიც სა­კუ­თარ სახ­ლთან უახ­ლო­ეს ობი­ექ­ტში. ამის­თვის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოჯა­ხის მხო­ლოდ ერთ წევ­რს აქვს სახ­ლი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა.

ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია, კან­ტი-კუნ­ტად მოძ­რა­ობს ხალ­ხი. შე­ზღუ­დუ­ლია ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბაც. ბევ­რად უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვიდ­რე აქ. ეს­პა­ნეთ­ში გა­ცი­ლე­ბით მშრა­ლად აშუ­ქე­ბენ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ხალ­ხსაც შე­სა­ბა­მი­სად ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცია აქვს. მოკ­ლედ და ძი­რი­თა­დად სტა­ტის­ტი­კით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან, არ არის იმ­დე­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­შია.

მთელ ეს­პა­ნეთ­ში, სა­ღა­მოს ხალ­ხი გა­მო­დის აივ­ნებ­ზე, აღებს ფან­ჯრებს და გა­უ­ჩე­რებ­ლად ტაშს უკ­რავს რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამით გა­მო­ხა­ტა­ვენ პა­ტი­ვის­ცე­მას და თა­ნად­გო­მას ეს­პა­ნე­ლი ექი­მე­ბი­სად­მი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვი­ან" - ყ­ვე­ბა ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×