რეზონანსი
16.03.2020

გაერო-ს თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. თუმცა, ის შენობაში კოლეგებს არდაკონტაქტებია. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თანამშრომელი, რომელსაც დაავადება დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. ის გაერო-ს თანამშრომელთაგან არავის დაკონტაქტებია მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუვლინდა" , - განაცხადა დიუჟარიკმა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში გაეროს თანამშრომელთა რაიმე სახის დაავადებები გავლენას არ იქონიებს ორგანიზაციის მუშაობაზე, ვინაიდან, დაავადების გავრცელების რისკების წინააღმდეგ ძლიერ ზომებს იღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×