რეზონანსი
16.03.2020

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის ფონზე მოქალაქეებმა თადარიგი დაიჭირეს და არამხოლოდ საკვები პროდუქციის პანიკური შესყიდვები, არამედ მედიკამენტების მომარაგებაც დაიწყეს. 

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამდენად მზად არის სააფთიაქო ქსელები იმისთვის, რომ უპასუხონ გაზრდილ მოთხოვნას და ჩაკეტილი საზღვრები ხომ არ შეუქმნის მედიკამენტების იმპორტს საფრთხეს. 

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს 3-დან 6 თვემდე მარაგები გააჩნიათ და მომწოდებლებისგანაც პრობლემების შექმნას დღეის მდგომარეობით არ ელოდებიან, თუმცა ირინა ჭელიძე დადასტურებით ვერ ამბობს, რომ მომავალში ტრანსპორტირების კუთხით პრობლემები არ იქნება. 

მედიკამენტების გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ "ჯიპისიში". კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა: 

„ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობამ დაიწყო როგორც საკვები პროდუქტების, ასევე მედიკამენტების მომარაგება. დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ დღეისთვის სამკურნალო პრეპარატების, ასევე ბავშვთა კვების და მოვლის პროდუქტების კუთხით ჯსპ-ში ნაშთების პრობლემა არ დგას. ვესაუბრეთ გარე მომწოდებლებს და მათი მხრიდანაც რაიმე შეფერხება არ დაფიქსირებულა. არასაჭირო და რადიკალურად გაზრდილი შესყიდვებით, პირიქით იქმნება ხელოვნური დეფიციტი და ამით მხოლოდ ის ადამიანები ზარალდებიან, ვისაც რეალურად, იმ მომენტისთვის ესაჭიროება ესა თუ ის პრეპარატი“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×