რეზონანსი
16.03.2020

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა და ის 33-ს შეადგენს.

ამასთან, გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სტაციონარში მეთვალყურეობას 64 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, დღეს ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა უკვე გაეწერა. შესაბამისად, ქვეყანაში ინფიცირების 32 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×