რეზონანსი
16.03.2020

ლოზანის გრან პრის გამარჯვებული, ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა.

ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობას აღნიშნავს. ამავდროულად, ძაგნიძე მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

„როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას.ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!"-აცხადებს ნანა ძაგნიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×